ჭყინტი ყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: ჭყინტი ყველი '''ჭყინტი ყველის'''- ქარხნული წ...)
 
(წყარო)
ხაზი 17: ხაზი 17:
 
[[კატეგორია: ქართული სუფრა]]
 
[[კატეგორია: ქართული სუფრა]]
 
[[კატეგორია: ქართული ყველის სახეობები]]
 
[[კატეგორია: ქართული ყველის სახეობები]]
 +
[[კატეგორია:საკვები პროდუქტები]]

14:51, 22 მარტი 2018-ის ვერსია

ჭყინტი ყველი

ჭყინტი ყველის- ქარხნული წესით დამზადების ტექნოლოგია ქართველი მეცნიერების მიერაა შემუშავებული. იგი მზადდება ძროხის, კამეჩის და თხის რძის ან მათი ნარევისაგან. რძის გაწმენდის შემდეგ, ხდება მისი ნირმალიზება ცხიმის შემცველობაზე, პასტერიზაცია, გაცივება და შედედება 32-34 გრადუსზე, დაწესებული ტექნოლოგიური პროცესის გავლის შემდეგ, 24 საათში, ყველი მზადაა მოხმარებისათვის;

ჭყინტი ყველი რბილია, დაჰკრავს რძის ფერი. აქვს წვრილი, თხელი ფორები. იგი გაცხელებისას უნდა იწელებოდეს. ყველი უნდა შეიცავდეს 56% ტენს, 30% - ცხიმს და 4% მარილს;

ჭყინტი ყველი დიეტური პროდუქტია და ამიტომ მასზე დიდი მოთხოვნაა ყველა ასაკის მომხმარებელში, განსაკუთრებით ბავშვებსა და კუჭ-ნაწლავის სენით დაავადებულებში. ტრადიციული ჭყინტი ყველისგან ამზადებენ ეროვნულ ყველ სულუგუნს.




წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები