ბაგანი განაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბაგანი განაგ-ი''' ''(ოს. Бæгæны гæнæг – „ლუდის მხარშველი“)'' – საერთო...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
[[კატეგორია:ოსური დღესასწაულები]] | [[კატეგორია:ოსური დღესასწაულები]] | ||
[[კატეგორია:საერთო-სასოფლო დღესასწაულები]] | [[კატეგორია:საერთო-სასოფლო დღესასწაულები]] | ||
| − | |||
16:27, 22 მარტი 2018-ის ვერსია
ბაგანი განაგ-ი (ოს. Бæгæны гæнæг – „ლუდის მხარშველი“) – საერთო-სასოფლო ან სათემო რელიგიური დღესასწაულისათვის გამოყოფილი პირი – ლუდის მხარშველი, რომლის არჩევა კენჭისყრით ან მკითხავის მეშვეობით ხდებოდა. მომზადებულ ლუდთან მიახლოება და მისი შეხედვაც კი ბაგანი განაგის გარდა ყველას სასტიკად ეკრძალებოდა. ლუდის წაღება სალოცავში მხოლოდ მას ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს შეეძლო. არჩევის დღიდან ბაგანი განაგს თავი „სუფთად“ უნდა შეენახა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეესრულებია ისეთი სამუშაო, როგორც იყო ბოსლის ან თავლის გამოწმენდა.
ლიტერატურა
Чибиров Л. А. Народный земледельческий календарь осетин. Цхинвали, 1976.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017