ღმერთი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ღმერთი''' - უზენაესი ზეციური არსება, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა, ხილული და უხილავი სამყარო. იგი ყველგან არის, მაგრამ როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, მისი ძირითადი სამყოფელია ზეცა ანუ მესამე ცა. ჩვენი ქართველი წმინდანის ალექსი შუშანიას განმარებით, სიტყვა „ღმერთი“ ნიშნავს „ღრმასა“ და „ერთს“, რადგანაც ის ერთადერთია და განისვენებს ყველაზე ღრმა ცაში ანუ ზეცაში.
+
'''ღმერთი''' - (ეტიმ. ლათ. deus, ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, მომდინარეობს სინათლის ან ზეცის იდეასთან დაკავშირებული ინდოევროპული ფესვიდან div ან deiv) თეოლოგიური განმარტების თანახმად, ღმერთი არის უზენაესი სახელი, აღმატებულთა შორის უაღმატებულესი სიტყვა და ცნება, რომელსაც უკავშირდება ადამის ტომის ნათელი და წმიდა სასოება. იგი "ყოველთა არსთა მაარსებელი", მფარველი და პატრონია. მისი მეშვეობით პოულობს ქვეყანა ახსნას და გამართლებას, ყოფიერება - საზრისს. იგი გვეგულვის შემოქმედად, ხილული და არახილული სამყაროს მწედ, სანუკვარ მიზნად და იდეალად.
 +
 
 +
ტრანსცენდენტული, უსასრულო, მარადიული და აბსოლუტური უმაღლესი არსება. [[ძველი აღთქმა|ძველ აღთქმაში]] ღმერთი ასე განსაზღვრავს საკუთარ თავს: „''მე ვარ, რომელიც ვარ“'' (გამ. 3:14). ესაა მნიშვნელობა ებრაული ტეტრაგრამისა „[[იაჰვე]]“. ისრაელი ხალხის ღმერთი არაა აბსტრაქტული ღმერთი, არამედ ესაა ღმერთი, რომელმაც წარმოაჩინა საკუთარი თავი ისტორიაში, ეხმარებოდა თავის ხალხს და დადო მასთან და სხვა ადამიანებთან აღთქმა, რითაც განამტკიცა თავისი უზენაესობა და დააწესა აბსოლუტური მონოთეიზმი („''არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა''“, გამ. 20:3). [[ახალი აღთქმა|ახალ აღთქმაში]] ღმერთი გვევლინება, როგორც სიყვარული (1 იოან. 4:8), როგორც ’abbà, „მამა“, რომელიც წარგზავნის თავის ძეს [[იესო ქრისტე|იესოს]], მარადიულ ლოგოსს თავისი სიკვდილით ადამიანთა ცოდვის გამოსასყიდად. იესო ადამიანებს აძლევს სული წმიდას (ღმერთი როგორც სამება). ადამიანი, რომელიც ღმერთმა თავის ხატად (დაბ. 1:27) შექმნა, „ონტოლოგიურად გახსნილია ღმრთის საიდუმლოების მისაღებად“.  
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
 +
 
  
  
ხაზი 5: ხაზი 17:
  
 
== წყარო ==
 
== წყარო ==
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
+
* პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002,
 +
* პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ
  
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:რელიგია]]
 
[[კატეგორია:ღმერთი]]
 
[[კატეგორია:ღმერთი]]

17:44, 29 მარტი 2018-ის ვერსია

ღმერთი - (ეტიმ. ლათ. deus, ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, მომდინარეობს სინათლის ან ზეცის იდეასთან დაკავშირებული ინდოევროპული ფესვიდან div ან deiv) თეოლოგიური განმარტების თანახმად, ღმერთი არის უზენაესი სახელი, აღმატებულთა შორის უაღმატებულესი სიტყვა და ცნება, რომელსაც უკავშირდება ადამის ტომის ნათელი და წმიდა სასოება. იგი "ყოველთა არსთა მაარსებელი", მფარველი და პატრონია. მისი მეშვეობით პოულობს ქვეყანა ახსნას და გამართლებას, ყოფიერება - საზრისს. იგი გვეგულვის შემოქმედად, ხილული და არახილული სამყაროს მწედ, სანუკვარ მიზნად და იდეალად.

ტრანსცენდენტული, უსასრულო, მარადიული და აბსოლუტური უმაღლესი არსება. ძველ აღთქმაში ღმერთი ასე განსაზღვრავს საკუთარ თავს: „მე ვარ, რომელიც ვარ“ (გამ. 3:14). ესაა მნიშვნელობა ებრაული ტეტრაგრამისა „იაჰვე“. ისრაელი ხალხის ღმერთი არაა აბსტრაქტული ღმერთი, არამედ ესაა ღმერთი, რომელმაც წარმოაჩინა საკუთარი თავი ისტორიაში, ეხმარებოდა თავის ხალხს და დადო მასთან და სხვა ადამიანებთან აღთქმა, რითაც განამტკიცა თავისი უზენაესობა და დააწესა აბსოლუტური მონოთეიზმი („არ იყოლიო სხვა ღმერთები ჩემს გარდა“, გამ. 20:3). ახალ აღთქმაში ღმერთი გვევლინება, როგორც სიყვარული (1 იოან. 4:8), როგორც ’abbà, „მამა“, რომელიც წარგზავნის თავის ძეს იესოს, მარადიულ ლოგოსს თავისი სიკვდილით ადამიანთა ცოდვის გამოსასყიდად. იესო ადამიანებს აძლევს სული წმიდას (ღმერთი როგორც სამება). ადამიანი, რომელიც ღმერთმა თავის ხატად (დაბ. 1:27) შექმნა, „ონტოლოგიურად გახსნილია ღმრთის საიდუმლოების მისაღებად“.








წყარო

  • პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002,
  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები