სიოგუნი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:დიქტატორები იაპონიაში]] | [[კატეგორია:დიქტატორები იაპონიაში]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამხედრო მოსამსახურეები]] |
15:53, 4 აპრილი 2018-ის ვერსია
სიოგუნი - (შემოკლებული ფორმა ტერმინის „სეი-ი-ტაი-სიოგუნ“ – ბარბაროსთა დამსჯელი დიდი სარდალი), ძველად იაპონიაში სიოგუნს უწოდებდნენ ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები ებისუს ტომების წინააღმდეგ გაგზავნილ სამხედრო ექსპედიციების წინამძღოლებს.
1192 წელს სიოგუნის ტიტული მიიღო მინამოტოს ფეოდალური სახლის მეთაურმა – მინამოტო იორიტომომ. ამ დროიდან სიოგუნს უწოდებდნენ იაპონიის სამხედრო დიქტატორებს, რომლებიც იმპერატორების სახელით მართავდნენ ქვეყანას.
არსებობდა სიოგუნთა სამი ფეოდალური დინასტია:
- მინამოტო (1192–1333),
- ასიკაგა (1335 ან 1338–1573) და
- ტოკუგავა (1603–1867).