საკმელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: საკმელა '''საკმელა''' – (Cistus cretica); მრავალწლიანი ბუჩ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 22: | ხაზი 22: | ||
[[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]] | [[კატეგორია:ბიბლიური მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მრავალწლიანი | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] |
[[კატეგორია:საკმელასებრნი]] | [[კატეგორია:საკმელასებრნი]] | ||
17:02, 4 აპრილი 2018-ის ვერსია
საკმელა – (Cistus cretica); მრავალწლიანი ბუჩქი ან ნახევარბუჩქი, საკმელასებრთა ოჯახის წარმომადგენელი. სიმაღლე 2 მ-მდე აღწევს. ქეჩისებრ შებუსვილია ვარსკვლავისებრი და ჯირკვლოვანი ბეწვებით.
საკმელა – ბიბლიური მცენარე
მიშნა „საკმელას“ მოიხსენიებს კეთილსურნელოვან მცენარეთა ნუსხაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ებრაელთა წინაპრებმა ჯერ კიდევ ძველი აღთქმის პირველ წლებში ისწავლეს აღნიშნული მცენარის სხვა მცენარეულ კომპონენტებთან შეზავებით იშვიათი ნელსაცხებლების მომზადება, რომლებიც დღესაც გამოიყენება მირონის და სხვა კეთილსურნელოვანი ზეთების სახით.
„რად მინდა საბადან მოტანილი საკმეველი და შორეული ქვეყნის ტკბილი ლერწამი? თქვენი აღსავლენი აღარ მეამება, თქვენი მსხვერპლი აღარ მეტკბობა“.
იერემია 6, 20