ჟომინი ანტუან ანრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ჟომინი ანტუან ანრი“ გადაიტანა გვერდზე „ანტუან ანრი ჟომინი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ანტუან ანრი ჟომინი“ გადაიტანა გვერდზე „ჟომინი ანტუან ანრი“ გა...) |
16:21, 10 აპრილი 2018-ის ვერსია
ჟომინი ანტუან ანრი - (Jomini) (1779–1869), სამხედრო თეორეტიკოსი და ისტორიკოსი, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1826).
დაიბადა შვეიცარიაში. 1798 წლიდან იყო შვეიცარიის, 1804–13 წლებში საფრანგეთის, ხოლო 1813 წლიდან რუსეთის სამხედრო სამსახურში. იმპერატორ ალექსანდრე I-ის შტაბისა და ამალის წევრი. სამხედრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1832). ჟომინმა თავის ნაშრომებში განაზოგადა ნაპოლეონის მხედართმთავრული ხელოვნება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხედრო-ისტორიული კვლევის მეთოდიკის შემუშავებაში და სხვა. მისი თეორიული დებულებები დიდ გავლენას ახდენდნენ სამხედრო აზროვნებაზე XX საუკუნის დასაწყისამდე.