კვიდო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: კვიდო '''კვიდო''' – (Ligustrum vulgare.); ოჯახი: ზეთისხილისებრ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | [[ფაილი:Kvido.jpg|thumb|კვიდო]] | + | [[ფაილი:Kvido.jpg|thumb|250პქ|კვიდო]] |
| + | '''კვიდო''' – (Ligustrum vulgare.); ოჯახი: ზეთისხილისებრნი (Oleaceae). 1.5-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. ძირითადად – შიშველტოტებიანი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ან ელიფსურია, შიშველი, ტყავისებური, პრიალა, მოკლეყუნწიანი, კიდემთლიანი. ყვავილედი კენწრული საგველაა. გვირგვინი თეთრია. ყვავილის ყუნწები ბეწვიანია. ნაყოფი მუქი მურა ფერისაა. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. ძირითადად, ტყის ქვედა სარტყლის მცენარეა, იზრდება ტყეებში, ტყის პირასა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ [[საქართველო|საქართველოში]]. | ||
| − | |||
14:02, 12 აპრილი 2018-ის ვერსია
კვიდო – (Ligustrum vulgare.); ოჯახი: ზეთისხილისებრნი (Oleaceae). 1.5-3 მ სიმაღლის ბუჩქებია. ძირითადად – შიშველტოტებიანი. ფოთლები მოგრძო-ლანცეტა ან ელიფსურია, შიშველი, ტყავისებური, პრიალა, მოკლეყუნწიანი, კიდემთლიანი. ყვავილედი კენწრული საგველაა. გვირგვინი თეთრია. ყვავილის ყუნწები ბეწვიანია. ნაყოფი მუქი მურა ფერისაა. ყვ. V-VI; ნაყ. VII-IX. ძირითადად, ტყის ქვედა სარტყლის მცენარეა, იზრდება ტყეებში, ტყის პირასა და ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. ცნობილია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.