მარიამსარკმელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016. | კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016. | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მარიამსაკმელასებრნი]] |
15:28, 12 აპრილი 2018-ის ვერსია
მარიამსარკმელა – (Peganum harmala L.); ოჯახი: Peganaceae. 20-65 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი, მრავალი ღეროთი, ძლიერ დატოტვილი. ფოთლები დაყოფილია ხაზური ფორმის ნაკვთებად. თანაფოთლები პატარაა და სადგისისებური. ყვავილები – 1-3, კენწრული. გვირგვინის ფურცლები მოგრძოა, მოთეთრო ან ყვითელი. ყვ. ნაყ. V-IX. მცენარე იზრდება მშრალ, რუდერალურ და დამლაშებულ ადგილებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.