კაზაკები
(ახალი გვერდი: '''კაზაკობა''' - გასამხედროებული ფენა მეფის რუსეთში XVIII–XX საუკუ...) |
13:58, 13 აპრილი 2018-ის ვერსია
კაზაკობა - გასამხედროებული ფენა მეფის რუსეთში XVIII–XX საუკუნეების დასაწყისში.
პირველად კაზაკები XIV საუკუნეში მოიხსენიებიან, როგორც დაქირავებული მეომრები საზღვრისპირა რაიონებში. XV_XVI საუკუნეებში სტეპების ზონაში, მდინარე დნეპრის, დონის, ვოლგის, ურალის, თერგის ნაპირებზე კაზაკთა გასამხედროებული თვითმმართველი თემები ჩამოყალიბდა, რომელთა შევსება ძირითადად გაქცეული გლეხებით ხდებოდა. რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა კაზაკობა საზღვრების დასაცავად და სამხედრო სამსახურისათვის გამოეყენებინა. XVIII საუკუნისათვის სახელმწიფომ დაიმორჩილა კაზაკები და გადააქცია ისინი პრივილეგირებულ სამხედრო წოდებად.
XX საუკუნისათვის რუსეთის იმპერიაში არსებობდა კაზაკთა 11 ლაშქარი (დონის, ყუბანის, ორენბურგის, თერგის, ამურის და სხვა), რომელთაგან პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე 300 ათ. კაცი იბრძოდა. 1920 წელს კაზაკობა, როგორც სოციალური ფენა, საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა.