კალანდაძე გიორგი (გენერალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კალანდაძე გიორგი ზურაბის ძე''' (დ. 1980), [[ბრიგადის გენერალი |ბრი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კალანდაძე გიორგი (გენერალი)“ გადაიტანა გვერდზე „[[გიორგი კალანდა...) |
14:49, 13 აპრილი 2018-ის ვერსია
კალანდაძე გიორგი ზურაბის ძე (დ. 1980), ბრიგადის გენერალი (2012), გაერთიანებული შტაბის უფროსი (2012). დაამთავრა თბილისის კადეტთა კორპუსი (1995-97), გაერთიანებული სამხედრო აკადემია (1997-2001). მუშაობდა საქართველოს თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში (2001-06), მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური (2006-09), სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე (2009-10), სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი (2010-11), გაერთიანებული შტაბის უფროსის პირველი მოადგილე (2010-12). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.