რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:საბრძოლო მოქმედებები]] |
[[კატეგორია:თავდაცვა]] | [[კატეგორია:თავდაცვა]] | ||
15:39, 13 აპრილი 2018-ის ვერსია
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა – ძალებისა და საშუალებების კომპლექსი, აგრეთვე ღონისძიებები და საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის სარაკეტო-ბირთვული დარტყმის მოსაგერიებლად მისი ბალისტიკური რაკეტების ან ამ რაკეტების ფრენის ტრაექტორიებზე ქობინების დაზიანების გზით.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შემადგენლობაში შედის:
- ბალისტიკური რაკეტების (ბალისტიკური ნაწილების) შორი აღმოჩენის საშუალებები, სხვადასხვა სიშორის მოქმედების რაკეტსაწინააღმდეგო კომპლექსები;
- გამოთვლითი საშუალებების კომპლექსი;
- ინფორმაციის გადაცემის საშუალებანი.
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, დანიშნულების კვალობაზე, შეიძლება იყოს
- ტერიტორიული – მთელი ქვეყნის თავდაცვისათვის,
- ზონალური – მსხვილი რაიონების თავდაცვისათვის,
- ობიექტების – დიდმნიშვნელოვანი ადმინისტრაციული, სამრეწველო და სამხედრო ობიექტების თავდაცვისათვის,
- სტრატეგიული – სტრატეგიული ბალისტიკური რაკეტებისაგან თავდაცვისათვის (საკონტინენტთაშორისო, წყალქვეშა ნავების, საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტები) და არასტრატეგიული (ტაქტიკური) – საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტებისაგან, ოპერატიულ-ტაქტიკური და ტაქტიკური რაკეტებისაგან დასაცავად (რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა საომარი მოქმედებების თეატრზე).