ართა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ართა''' – ''(ირან.)'' ერთ-ერთი ამეშა სპენტა, ჭეშმ...) |
05:00, 27 ივნისი 2016-ის ვერსია
ართა – (ირან.) ერთ-ერთი ამეშა სპენტა, ჭეშმარიტებისა და სიმართლის მფარველი სული, სრულად ართა ვახიშთა „საუკეთესო სიმართლე“, თავად სიმართლის განსახიერება.
ამ სიტყვიდან წარმოდგება ქართული სიტყვა მართალი, „ართას მიმდევარი“, ირანულად – ართავან. იგია სამყაროს კანონი, რომელიც მოქმედებს საზოგადოებაში და ყველაფერს – საგანთა, მოვლენათა, ღვთაებათა და ადამიანთა სოციალურ და ზნეობრივ ურთიერთობებს აწესრიგებს. არის გამოთქმა: „არსებობს მხოლოდ ერთი გზა – ართას გზა, დანარჩენი ყველაფერი უგზოობაა“.
აქემენიდების ხანაში ართა სახელმწიფოს წესრიგის იდეამდე შევიწროვდა, იგი კეთილი ღვთაებრივი მეფობის განსახიერებად მიიჩნეოდა. ართას უპირისპირდება დრუგა.