რბილი დაფრენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''რბილი დაფრენა''' – კოსმოსური საფრენი აპარატის დაჯდომა (დაფრ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:46, 16 აპრილი 2018 მდგომარეობით

რბილი დაფრენა – კოსმოსური საფრენი აპარატის დაჯდომა (დაფრენა), რომლის დროსაც აპარატის სიჩქარე პლანეტის ან სხვა ციურისხეულის ზედაპირთან შეხების მომენტში მინიმალურია (იდეალურ შემთხვევაში – ნულის ტოლი). საკმაოდ მკვრივატმოსფეროიან პლანეტებზე რბილი დაფრენა (მაგალითად, ფრთიანი საფრენი აპარატისა) ითვალისწინებს მცირე სიჩქარით ცურვასა და თვითმფრინავების მსგავსად დაფრენას. ღერძული სიმეტრიის ფორმის აპარატების რბილი დაფრენისათვის აუცილებელია გასაშლელი დასაჯდომი (დასაფრენი) სისტემები – მცურავი პარაშუტი, პარაპლანერი ან როტორული სისტემა. ისეთ ციურ ობიექტზე, რომლზეც ატმოსფერო სრულებით არ არის, რბილი დაფრენა ხორციელდება სამუხრუჭო რაკეტული ძრავის ან სპეციალური საამორტიზაციო მოწყობილობის მეშვეობით, დაშვების სიჩქარის ნულამდე დაყვანით.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები