კარიბის კრიზისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კარიბის კრიზისი“ გადაიტანა გვერდზე „კუბის კრიზისი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კუბის კრიზისი“ გადაიტანა გვერდზე „კარიბის კრიზისი“ გადამისამ...)
 

მიმდინარე ცვლილება 10:53, 17 აპრილი 2018 მდგომარეობით

კარიბის კრიზისი - კუბის კრიზისი. (1962, ოქტომბერი), პოლიტიკური კრიზისი სსრ კავშირსა და აშშ-ს შორის, რომელმაც მსოფლიო ატომური ომის რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.

წარმოიშვა მას შემდეგ, რაც საბჭოთა მხარემ კუბაზე განათავსა ბირთვული რაკეტები, რომელთა დაფარვის რადიუსში აშშ-ის ტერიტორიის 2/3 შედიოდა, იქ განლაგებული უმნიშვნელოვანესი სამრეწველო და ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრებით. სსრ კავშირის მთავრობა ამ აქციას განგანიხილავდა, როგორც საპასუხო ნაბიჯს თურქეთსა და იტალიაში ამერიკული რაკეტების განთავსებისა და კუბის საზღვაო ბლოკადის გამო.

კრიზისმა პიკს მიაღწია 27 ოქტომბერს, როდესაც საბჭოთა ჯარებმა კუბის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს ამერიკული მზვერავი თვითმფრინავი (პილოტი დაიღუპა). მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნაბიჯიღა რჩებოდა, მაგრამ მხარეთა ლიდერებმა, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯ. კენედიმ და საბჭოთა ხელმძღვანელმა ნ. ხრუშჩოვმა, შეძლეს კომპრომისის მიღწევა: საბჭოელებმა კუბიდან გაიტანეს თავისი რაკეტები, ხოლო ამერიკელებმა შეწყვიტეს კუბის ბლოკადა და გაიტანეს სარაკეტო ბაზები თურქეთიდან და იტალიიდან.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები