რევოლუციური არმია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''რევოლუციური არმია''' – იმ [[შეიარაღებული ფორმირებები|შეიარა...) |
მიმდინარე ცვლილება 12:02, 20 აპრილი 2018 მდგომარეობით
რევოლუციური არმია – იმ შეიარაღებული ფორმირებების ერთობლიობა, რომლებსაც ქმნიან რევოლუციის განმახორციელებელი სოციალური კლასები, ფენები და ჯგუფები.
შეიძლება ასრულებდეს სხვადსხვა ფუნქციას:
- რევოლუციური მასების პოლიტიკური გამოსვლების სამხედრო უზრუნველყოფა;
- შეიარაღებული გზით სახელმწიფო ძალაუფლების ხელში ჩაგდება;
- მისი გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე;
- კონტრრევოლუციური ძალების წინააღმდეგობის ჩახშობა;
- სამხედრო ინტერვენციის შეიარაღებული უკუგდება;
- ქვეყანაში რევოლუციური მართლწესრიგის ხელშეწყობა და სხვა.
რევოლუციის გამარჯვების შემთხვევაში რევოლუციური არმია, როგორც წესი, გამარჯვებული ხელისუფლების რეგულარულ შეიარაღებულ ძალებად გარდაიქმნება.