მთა პოხილი და შეყოფილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მთა პოხილი და შეყოფილი''' (''მთაჲ ღმრთისაჲ - მთაჲ შეყოფილი, მთა...) |
15:52, 20 აპრილი 2018-ის ვერსია
მთა პოხილი და შეყოფილი (მთაჲ ღმრთისაჲ - მთაჲ შეყოფილი, მთაჲ პოხილი; რასამე ჰგონებთ თქუენ მთანო შეყოფილნო? ფსალ. 67,15) - მთა ნოყიერი (ნაყოფიერი) და შეერთებული (გრეხილი), ანუ ნაყოფიერი მთაგრეხილი. ასეთია სიონის მთა, რომელიც შეერთებულია მორიას მთასთან. ეს მთაგრეხილი „სთნდა ღმერთსა დამკვიდრებად“ (67, 16), ანუ ისურვა (ინება) ღმერთმა თავის სამოსახლოდ, ამიტომაც იწოდება „მთაჲ ღმრთისაჲ“.
„რასამე ჰგონებთ თქუენ, მთანო შეყოფილნო?“ (67, 16) - ამ სიტყვებით დავით მეფე-წინასწარმეტყველი თითქოს ნიშნს უგებს სხვა მთაგრეხილებს, კერძოდ ბაშანის მთას, რომ სიონზედ ინება ღმერთმა დამკვიდრება და არა თქვენზეო.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე); 2004.