საარტილერიო ჭურვი
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''საარტილერიო ჭურვი''' – [[საარტილერიო გასროლა|საარტილერიო გასროლის]] ძირითადი ელემენტი, რომელიც ქვემეხის ლულის არხიდან ვარდება. დანიშნულების მიხედვით თანამედროვე საარტილერიო ჭურვები იყოფა 3 ჯგუფად: ძირითად, სპეციალურ და დამხმარე დანიშნულების. | '''საარტილერიო ჭურვი''' – [[საარტილერიო გასროლა|საარტილერიო გასროლის]] ძირითადი ელემენტი, რომელიც ქვემეხის ლულის არხიდან ვარდება. დანიშნულების მიხედვით თანამედროვე საარტილერიო ჭურვები იყოფა 3 ჯგუფად: ძირითად, სპეციალურ და დამხმარე დანიშნულების. | ||
| − | *'''ძირითადი''' დანიშნულების საარტილერიო ჭურვები გამოიყენება მიზნის დაზიანებისათვის ფუგასური, მსხვრევადი, დარტყმითი, კუმულაციური, | + | *'''ძირითადი''' დანიშნულების საარტილერიო ჭურვები გამოიყენება მიზნის დაზიანებისათვის ფუგასური, მსხვრევადი, დარტყმითი, კუმულაციური, ცეცხლგამჩენი, ქიმიური და ბირთვული ზემოქმედებით; |
| − | ცეცხლგამჩენი, ქიმიური და ბირთვული ზემოქმედებით; | + | |
*'''სპეციალური''' – ადგილმდებარეობის განათების და დაკვამლიანების, სააგიტაციო ლიტერატურის მიმოფანტვის, გამიზვნისათვის და სხვა; | *'''სპეციალური''' – ადგილმდებარეობის განათების და დაკვამლიანების, სააგიტაციო ლიტერატურის მიმოფანტვის, გამიზვნისათვის და სხვა; | ||
*'''დამხმარე''' – ქვემეხების გამოსაცდელად, მოწყობილობის შესასწავლად, სასწავლო სროლისათვის. | *'''დამხმარე''' – ქვემეხების გამოსაცდელად, მოწყობილობის შესასწავლად, სასწავლო სროლისათვის. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:28, 24 აპრილი 2018 მდგომარეობით
საარტილერიო ჭურვი – საარტილერიო გასროლის ძირითადი ელემენტი, რომელიც ქვემეხის ლულის არხიდან ვარდება. დანიშნულების მიხედვით თანამედროვე საარტილერიო ჭურვები იყოფა 3 ჯგუფად: ძირითად, სპეციალურ და დამხმარე დანიშნულების.
- ძირითადი დანიშნულების საარტილერიო ჭურვები გამოიყენება მიზნის დაზიანებისათვის ფუგასური, მსხვრევადი, დარტყმითი, კუმულაციური, ცეცხლგამჩენი, ქიმიური და ბირთვული ზემოქმედებით;
- სპეციალური – ადგილმდებარეობის განათების და დაკვამლიანების, სააგიტაციო ლიტერატურის მიმოფანტვის, გამიზვნისათვის და სხვა;
- დამხმარე – ქვემეხების გამოსაცდელად, მოწყობილობის შესასწავლად, სასწავლო სროლისათვის.
კალიბრის სიდიდის მიხედვით შეიძლება იყოს კალიბრული (შეესაბამებოდეს ქვემეხის კალიბრს), ზეკალიბრული (ქობინის ნაწილის დიამეტრი მეტია ქვემეხის კალიბრზე) და ქვეკალიბრული (აქტიური ნაწილის დიამეტრი ქვემეხის კალიბრზე ნაკლებია), ხოლო კონტსრუქციის მიხედვით – აქტიური (ჩვეულებრივი ტიპის) და აქტიურ-რეაქტიული, მბრუნავი და ფრთიანი, უმართავი (უმრავლესობა) და მართვადი.
[რედაქტირება] ბეტონგამტანი საარტილერიო ჭურვი
აქვს სალი კორპუსი, სკდომადი მუხტი და დაყოვნებული მოქმედების ფსკერის ამფეთქი, რომელიც ამოქმედდება დაბრკოლებაში ჭურვის ჩაღრმავების შემდეგ; კალიბრი არანაკლებ 152 მმ-ისა.
[რედაქტირება] გასამიზნავ-მიზანმაჩვენებელი საარტილერიო ჭურვი
აღჭურვილია პიროტექნიკური შემადგნლობით, რომელიც აფეთქების ადგილას წარმოშობს მკაფიოდ ხილულ ფერად ღრუბელს.
[რედაქტირება] კასეტური საარტილერიო ჭურვი
იტენება უმართავი, თვითდამიზნებადი ან მიზანზე თავისით გამავალი კასეტური საბრძოლო ელემენტებით (მსხვრევადი, კუმულაციური, ან ჯავშანგამტანი მოქმედების), ან ნაღმებით (ქვეითი ჯარის საწინააღმდეგო, ან ტანკსაწინააღმდეგო). 203 მმ ჭურვი შეიძლება შეიცავდეს 200-მდე საბრძოლო ელემენტს, 40 ქვეით საწინააღმდეგო ან 10 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმს.
[რედაქტირება] კუმულაციური საარტილერიო ჭურვი
მოქმედებს კუმულაციური ეფექტის საფუძველზე. ატანს 2-იდან (მბრუნავი) 5-6 უბრუნველი (არამბრუნავი) კალიბრების სისქის ჯავშანში.
[რედაქტირება] მანათობელი საარტილერიო ჭურვი
შეიცავს ჩირაღდანს მანათობელი პიროტექნიკური შემადგენლობითა და პარაშუტით და გამომგდებ მუხტს. 122-მმ ჭურვის ამოქმედებისას 400-600 მ სიმაღლეზე უზრუნველყოფილია 500-750 მ რადიუსის ადგილმდებარეობის განათება 30-50 წამის განმავლობაში.
[რედაქტირება] მსხვრევადი საარტილერიო ჭურვი
აზიანებს მიზანს ჭურვის კორპუსის გასკდომისას წარმოშობილი ნამსხვრევებით. ზოგიერთ ჭურვში, რომლებსაც მზა (მომაკვდინებელი) დამაზიანებელი ელემენტების ჭურვები ეწოდება, აღჭურვილობად გამოიყენება ისრები, ბურთულები, ღეროები და ა.შ.
[რედაქტირება] მსხვრევად-ფუგასური საარტილერიო ჭურვი
აქვს ორმაგი მოქმედება. ამფეთქის ტიპის და დაყენების მიხედვით უფრო მეტად ვლინდება მსხვრევადი ან ფუგასური მოქმედება.
[რედაქტირება] ნახევრად ჯავშანგამტანი საარტილერიო ჭურვი
აქვს დარტყმითი და ფუგასური მოქმედება. ტერმინი გამოიყენება საზღვაო არტილერიაში.
[რედაქტირება] პრაქტიკული საარტილერიო ჭურვი
განკუთვნილია სასწავლო სროლისათვის. აქვს ძირითადი ჭურვის მასა და ბალისტიკური მახასიათებლები. აღჭურვა ხდება ინერტული ნივთიერებით.
[რედაქტირება] რადიოლოკაცია საწინააღმდეგო საარტილერიო ჭურვი
არის დაბრკოლების წარმომშობი მოქმედებისა. აღჭურვილია რადიოლოკაციური ამრეკლებით, რომლებიც ტრაექტორიაზე გადმოიყრება ჭურვით და მიმოიფანტება შემხვედრი ჰაერის ნაკადით.
[რედაქტირება] სააგიტაციო საარტილერიო ჭურვი
აქვს გამომგდები მუხტი, რომელიც უზრუნველყოფს ფურცლების მიმოფანტვას 30 ათ. კვ.მ-მდე ფართობზე (საშუალო კალიბრი).
[რედაქტირება] საკვამლე საარტილერიო ჭურვი
იტენება ასაფეთქებელი მოქმედების ან მბოლავი ტიპის აეროზოლწარმომშობი შემადგენლობით.
[რედაქტირება] სისტემის გამოსაცდელი საარტილერიო ჭურვი
განკუთვნილია საარტილერიო ქვემეხების სიმტკიცისა და მისი ძირითადი მექანიზმების ფუნქციონირების გამოსაცდელად. არის ინერტული, მასით შეესაბამება ძირითადი დანიშნულების ჭურვს.
[რედაქტირება] ფუგასური საარტილერიო ჭურვი
აქვს მძლავრი მუხტი, რომელიც მასის 25% შეადგენს, კონტაქტური მოქმედების ამფეთქი.
[რედაქტირება] ცეცხლგამჩენი საარტილერიო ჭურვი
იტენება ცეცხლგამჩენი ნივთიერებით (ცეცხლგამჩენი ელემენტებით) და გამომგდები მუხტით. ამოქმედდება კონტაქტური ან დისტანციური ამფეთქის ზემოქმედებით.
[რედაქტირება] ჯავშანგამტანი საარტილერიო ჭურვი
აზიანებს დამრტყმელი მოქმედებით. შეიძლება იყოს ასაფეთქებელნივთიერებიანი და მთლიანი, კალიბრული და ქვეკალიბრული, ბლაგვქობინიანი და წვეტიანქობინიანი.
[რედაქტირება] ჯავშანგამტან-ფუგასური საარტილერიო ჭურვი
იწვევს ჯავშნის განგრევას ფუგასური მოქმედებით: პლასტიკური ასაფეთქებელი მასალა ჭურვის კორპუსის გარღვევისთანავე ზრდის დაბრკოლებასთან თავისი კონტაქტის ფართობს და აფეთქებისას იწვევს დაზიანებას ზურგის მხრიდან ჯავშნის ნამსხვრევების წარმოშობის გზი.