ლაზერული იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლაზერული იარაღი''' – მიმართული ენერგიის [[იარაღი (იურიდიული)|...)

17:04, 25 აპრილი 2018-ის ვერსია

ლაზერული იარაღი – მიმართული ენერგიის იარაღის სახეობა, რომელიც მაღალენერგეტიკული ლაზერების მიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ემყარება. მისი დამაზიანებელი ფაქტორებია მიზანზე (სამხედრო ტექნიკა, ცოცხალი ძალა) თერმომექანიკური და დარტყმით – იმპულსური ზემოქმედება.

ლაზერული იარაღისთვის ყველაზე მისაღებია მკვრივორგანული, ქიმიური და ექსიმერული ლაზერები, ასევე ბირთვული დატუმბვის რენტგენული ლაზერები. ხელსაყრელი ატმოსფერული პირობების შემთხვევაში შესაძლებელია ამ იარაღით 6 კმ-ზე (კოსმოსში – რამდენიმე ათ. კმ-ზე) საჰაერო მიზნის დაზიანება.

XXI საუკუნის დასაწყისის მდგომარეობით ყველაზე სრულყოფილად ითვლება ლაზერული იარაღი ოპტიკურ-ელექტრონული საშუალებების და ადამიანის მხედველობის ორგანოების დასაზიანებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები