საცხებელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საცხებელი''' (''და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მ...) |
17:10, 25 აპრილი 2018-ის ვერსია
საცხებელი (და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა, საცხებელითა მხიარულ-ყოფად პირი, და პური გულსა კაცისასა განამტკიცებს. 103, 15) - სურნელოვანი ზეთი, რომელსაც ხმარობდნენ სახის ლამაზად გამოსაჩინებლად. იდუმალი სულიერი მნიშვნელობით ნიშნავს სულიწმიდის მადლს (მათე 25, 4). განაპოხე ზეთითა თავი ჩემი (ფსალ. 22, 5) ნიშნავს - სულიწმიდის მადლით გამსჭვალე ჩემი გონება. ზეთი ცოდვილისა ნუ განაპოხებნ თავსა ჩემსა (ფს. 140, 5) ნიშნავს - ცრუ „მადლი“ (რომელიც ეშმაკისგან არს) ნუ შეიპყრობს ჩემს გონებასო.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.