ჰესპერიდები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 4: ხაზი 4:
 
ჰესპერიდები დარაჯობდნენ იმ გასაოცარ, ოქროს ვაშლებით დახუნძლულ ხეს, საქორწინო საჩუქრად რომ მიიღო [[ჰერა]]მ დედამიწის ქალღმერთ [[გეა]]საგან. ეს ხე სამყაროს დასალიერში, უკიდურეს დასავლეთში, ღამის სამანთან, [[ოკეანოსი]]ს სანაპიროზე გაშენებულ ბაღში ხარობდა. ბაღს კი დრაკონი [[ლადონი]] იცავდა.  
 
ჰესპერიდები დარაჯობდნენ იმ გასაოცარ, ოქროს ვაშლებით დახუნძლულ ხეს, საქორწინო საჩუქრად რომ მიიღო [[ჰერა]]მ დედამიწის ქალღმერთ [[გეა]]საგან. ეს ხე სამყაროს დასალიერში, უკიდურეს დასავლეთში, ღამის სამანთან, [[ოკეანოსი]]ს სანაპიროზე გაშენებულ ბაღში ხარობდა. ბაღს კი დრაკონი [[ლადონი]] იცავდა.  
  
ორგზის დააფრთხეს გმირებმა ჰესპერიდები. თავდაპირველად [[ჰერაკლე]] ეწვია ამ ბაღს [[ევრისთევსი]]ს დავალების აღსასრულებლად ([[ჰერაკლე|გმირობა მეთერთმეტე]]). როდესაც მან [[ლერნეს ჰიდრა|ლერნეს]] შხამში ამოვლებული ისრით განგმირა ლადონი, ისე შეშინდნენ ჰესპერიდები, რომ წამისუმალ მიიმალნენ თავის წალკოტში. შემდეგ ამ ბაღს [[არგონავტები]] მიადგნენ. მათი ხილვისას მტვრად გარდაისახნენ დამფრთხალი ქალწულები. დიდხანს ევედრებოდნენ არგონავტები ჰესპერიდებს, მიეღოთ პირვანდელი სახე. მრავალგზისი მსხვერპლშეწირვის შემდეგ ქალიშვილებმა დაიბრუნეს ჩვეული სახება და სათანადო დახმარებაც გაუწიეს ზღვით მოსულ სტუმრებს.
+
ორგზის დააფრთხეს გმირებმა ჰესპერიდები. თავდაპირველად [[ჰერაკლე]] ეწვია ამ ბაღს [[ევრისთევსი]]ს დავალების აღსასრულებლად ([[ჰერაკლე|გმირობა მეთერთმეტე]]). როდესაც მან [[ლერნეს ჰიდრა|ლერნეს]] შხამში ამოვლებული ისრით [[განგმირვა|განგმირა]] ლადონი, ისე შეშინდნენ ჰესპერიდები, რომ წამისუმალ მიიმალნენ თავის წალკოტში. შემდეგ ამ ბაღს [[არგონავტები]] მიადგნენ. მათი ხილვისას მტვრად გარდაისახნენ დამფრთხალი ქალწულები. დიდხანს ევედრებოდნენ არგონავტები ჰესპერიდებს, მიეღოთ პირვანდელი სახე. მრავალგზისი მსხვერპლშეწირვის შემდეგ ქალიშვილებმა დაიბრუნეს ჩვეული სახება და სათანადო დახმარებაც გაუწიეს ზღვით მოსულ სტუმრებს.
  
 
ერთ-ერთი მითოსის თანახმად, ეგვიპტის მეფე [[ბუსირისი|ბუსირისმა]] განიზრახა მშვენიერი ჰესპერიდების მოტაცება. მან ამ საქმის განხორციელება მიანდო ყაჩაღებს. ისინი თავს დაესხნენ ქალიშვილებს. მაგრამ იქვე აღმოჩნდა ჰერაკლე, რომელმაც ჩვეული გულმოდგინებით ამოხოცა ეს ყაჩაღები. მადლიერების ნიშნად ჰესპერიდებმა მას უბოძეს ოქროს ვაშლები.
 
ერთ-ერთი მითოსის თანახმად, ეგვიპტის მეფე [[ბუსირისი|ბუსირისმა]] განიზრახა მშვენიერი ჰესპერიდების მოტაცება. მან ამ საქმის განხორციელება მიანდო ყაჩაღებს. ისინი თავს დაესხნენ ქალიშვილებს. მაგრამ იქვე აღმოჩნდა ჰერაკლე, რომელმაც ჩვეული გულმოდგინებით ამოხოცა ეს ყაჩაღები. მადლიერების ნიშნად ჰესპერიდებმა მას უბოძეს ოქროს ვაშლები.

17:51, 26 აპრილი 2018-ის ვერსია

ჰესპერიდები.
ჰიდრიას ფერწერა (ძვ.წ. 410 წ.), ლონდონი, ბრიტანეთის მუზეუმი

ჰესპერიდები(ბერძნ.) ჰესპეროსისა და ნიქსის (სხვა ვერსიით, ატლასისა და ნიმფა ჰესპერიდეს) ქალიშვილები. ისინი სამნი არიან: ეგლე („ბრწყინვალება“), ერითია („წითელი“) და ჰესპერა („საღამოსეული“).

ჰესპერიდები დარაჯობდნენ იმ გასაოცარ, ოქროს ვაშლებით დახუნძლულ ხეს, საქორწინო საჩუქრად რომ მიიღო ჰერამ დედამიწის ქალღმერთ გეასაგან. ეს ხე სამყაროს დასალიერში, უკიდურეს დასავლეთში, ღამის სამანთან, ოკეანოსის სანაპიროზე გაშენებულ ბაღში ხარობდა. ბაღს კი დრაკონი ლადონი იცავდა.

ორგზის დააფრთხეს გმირებმა ჰესპერიდები. თავდაპირველად ჰერაკლე ეწვია ამ ბაღს ევრისთევსის დავალების აღსასრულებლად (გმირობა მეთერთმეტე). როდესაც მან ლერნეს შხამში ამოვლებული ისრით განგმირა ლადონი, ისე შეშინდნენ ჰესპერიდები, რომ წამისუმალ მიიმალნენ თავის წალკოტში. შემდეგ ამ ბაღს არგონავტები მიადგნენ. მათი ხილვისას მტვრად გარდაისახნენ დამფრთხალი ქალწულები. დიდხანს ევედრებოდნენ არგონავტები ჰესპერიდებს, მიეღოთ პირვანდელი სახე. მრავალგზისი მსხვერპლშეწირვის შემდეგ ქალიშვილებმა დაიბრუნეს ჩვეული სახება და სათანადო დახმარებაც გაუწიეს ზღვით მოსულ სტუმრებს.

ერთ-ერთი მითოსის თანახმად, ეგვიპტის მეფე ბუსირისმა განიზრახა მშვენიერი ჰესპერიდების მოტაცება. მან ამ საქმის განხორციელება მიანდო ყაჩაღებს. ისინი თავს დაესხნენ ქალიშვილებს. მაგრამ იქვე აღმოჩნდა ჰერაკლე, რომელმაც ჩვეული გულმოდგინებით ამოხოცა ეს ყაჩაღები. მადლიერების ნიშნად ჰესპერიდებმა მას უბოძეს ოქროს ვაშლები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები