ლენდ-ლიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ლენდ-ლიზი''' ''(ინგლ. lend-lease – გასესხება, იჯარით გაცემა)'' – [[II მსოფლ...) |
მიმდინარე ცვლილება 12:45, 30 აპრილი 2018 მდგომარეობით
ლენდ-ლიზი (ინგლ. lend-lease – გასესხება, იჯარით გაცემა) – II მსოფლიო ომის პერიოდში აშშ-ის მიერ ანტიჰიტლერული კოალიციის მონაწილე ქვეყნებისათვის იარაღის, საბრძოლო მასალების, სტრატეგიული ნედლეულის, სურსათის და ა.შ. სესხად ან იჯარით მიცემის სისტემა. სსრ კავშირმა ლენდ-ლიზით მიიღო 14,8 ათ. თვითმფრინავი, 7 ათ-ზე მეტი ტანკი, 8,2 ათ. საზენიტო ქვემეხი, 131,6 ათასი ტყვიამფრქვევი; გარდა ამისა, ავტომანქანები, ტრაქტორები, ლოკომოტივები, სურსათი და სხვა.