ჰესპეროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
რომაულ მითოლოგიაში ჰესპეროსს ვესპერს უწოდებდნენ.  
 
რომაულ მითოლოგიაში ჰესპეროსს ვესპერს უწოდებდნენ.  
  
ჰესპეროსი, პლანეტა [[ვენუსი]]ს (ვენერას), ვითარცა მწუხრის ვარსკვლავის, ერთ-ერთი სახელიცაა. ამავე პლანეტას, როგორც ცისკრის ვარსკვლავს, ბერძნები ეოსფოროსს, ფოსფოროსს, რომაელები კი – ლუციფერს უწოდებდნენ.
+
ჰესპეროსი, პლანეტა [[ვენუსი]]ს (ვენერას), [[ვითარცა]] მწუხრის ვარსკვლავის, ერთ-ერთი სახელიცაა. ამავე პლანეტას, როგორც ცისკრის ვარსკვლავს, ბერძნები ეოსფოროსს, ფოსფოროსს, რომაელები კი – ლუციფერს უწოდებდნენ.
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:35, 30 აპრილი 2018 მდგომარეობით

ჰესპეროსი(ბერძნ.) მწუხრის ვარსკვლავის განმასახიერებელი ღმერთი, კეიქსისა და ჰესპერიდების მამა. ატლასის ვაჯი (ან ძმა).

ერთ-ერთი მითოსის თანახმად, იყო ზღაპრული ქვეყანა ჰესპერიტისი, რომელსაც მართავდნენ ძმები – ჰესპეროსი და ატლასი. ატლასმა ცოლად მოიყვანა თავისი ძმის შვილი, რომელიც შემდეგ ჰესპერიდების დედა გახდა.

მითოსის სხვა ვერსიით, ჰესპეროსი (ატლასის ძმა ან შვილი) მთის მწვერვალიდან ვარსკვლავებს აკვირდებოდა. იგი მოულოდნელად გაქრა და ბრწყინვალე მნათობად გარდაისახა.

რომაულ მითოლოგიაში ჰესპეროსს ვესპერს უწოდებდნენ.

ჰესპეროსი, პლანეტა ვენუსის (ვენერას), ვითარცა მწუხრის ვარსკვლავის, ერთ-ერთი სახელიცაა. ამავე პლანეტას, როგორც ცისკრის ვარსკვლავს, ბერძნები ეოსფოროსს, ფოსფოროსს, რომაელები კი – ლუციფერს უწოდებდნენ.


[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები