ცხებული
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ცხებული''' (''უფალი ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ...) |
16:19, 30 აპრილი 2018-ის ვერსია
ცხებული (უფალი ძალ არს ერისა თვისისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თვისისა. 27, 8) - ისრაელიანთა შორის „ცხებულად“ ითვლებოდნენ და იწოდებოდნენ კეთილმორწმუნე მეფენი, წინასწარმეტყველნი და სასულიერო პირნი, რომელთა „ცხება“ ნიშნავდა ღმრთისგან მათთვის სულიწმიდის მადლის და შესაბამისად მართლმსაჯულების უფლების მინიჭებას. ისინი იწოდებოდნენ „ქრისტედ“ და მოასწავებდნენ საუკუნო მეუფეს, ყოვლის მეცნიერს, უმაღლეს მხედართ-მთავარს, ცხოველთა და მკვდართა უზენაეს მსაჯულს - იესო ქრისტეს.
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე).