წინწილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''წინწილი''' (''აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წ...) |
15:44, 1 მაისი 2018-ის ვერსია
წინწილი (აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა. ფსალ. 150, 5) - საგალობელი საკრავი (ორი სახის), რომელსაც იუდეანები ხმარობდნენ ღვთის მსახურების დროს.
1. წინწილი კეთილ-ხმოვანი შედგებოდა ორი ლითონის მრგვალი ფირფიტისაგან, რომელნიც ერთმანეთზე დაკვრით მეტად საამო ჟღერადობას გამოსცემდნენ.
2. წინწილი ღაღადებისა კეთდებოდა რვალისაგან (სპილენძისაგან). მასზე რკინის დაკვრით გამოიცემოდა დიდი ხმა, ანუ „ხმა ღაღადებისა“. იგი გამოყენებულ იქნა დავით მეფის მიერ სჯულის კიდობნის იერუსალიმში გადატანის დროს (II მეფ. 6, 12-17).
წყარო
იოსებ ახალშენოვი, ფსალმუნნის ძველ-ქართულ სიტყვათა, გეოგრაფიულ ადგილთა და ისტორიულ მოვლენათა განმარტებანი (რედაქტორი იოსებ ჯაჯანიძე). 2004.