აქილევსის ფარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აქილევსის ფარი''' – „ილიადას“ მეთორმეტე სიმღერაში აღწერი...) |
18:44, 19 ივლისი 2016-ის ვერსია
აქილევსის ფარი – „ილიადას“ მეთორმეტე სიმღერაში აღწერილი ბრწყინვალე ფარი, რომელიც დიდებული ოსტატობით გამოჭედა ჰეფესტომ აქილევსისათვის.
დიდმა ხელოვანმა ფარის შუაგულში წარმოსახა მთელი სამყარო: დედამიწა, ზეცა და ზღვაც. მოუღლელი მზეცა და ბადრი მთვარეც, ვერცხლისფრად მანათობელი. მთიებიც, გვირგვინებივით რომ ამკობენ ზეცის კაბადონს.
გადატანითი მნიშვნელობით აქილევსის ფარს უწოდებდნენ ხელოვნების შეუდარებელ ნიმუშს.