ოპერატიულ-ტაქტიკური გათვლები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ოპერატიულ-ტაქტიკური გათვლები''' - გაერთიანებების, [[შენაერთი...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:30, 21 მაისი 2018 მდგომარეობით

ოპერატიულ-ტაქტიკური გათვლები - გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილების და ქვედანაყოფების მართვის პირადი შემადგენლობის მიერ ჩასატარებელი გამოთვლები. მისი მიზანია რაოდენობრივი, ხარისხობრივი, დროის და სხვა მაჩვენებლების დადგენა ოპერაციის (ბრძოლის) ჩატარების ან ჯარების გამოყენების და მართვის უზრუნველყოფის დაგეგმვის დასაბუთებისათვის.

გაანგარიშებები, რომლებიც ეხება ოპერაციის (ბრძოლის) მომზადების დროს, ჯარების (ძალების) საბრძოლო შესაძლებლობებს, ძალების და საშუალებების შეფარდებას. იგულისხმება ჯარების (ძალების) დაჯგუფების შექმნა, მატერიალური საშუალებების არსებული რაოდენობა, მათი მიღების ვადები და განაწილება; ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებების რაიონში გასვლა; საცეცხლე დაზიანება; ძალების და საშუალებების მართვის პუნქტებსა და მორიგ ცვლებზე განაწილება; პირადი შემადგენლობით და საბრძოლო ტექნიკით ჯარების (ძალების) დაკომპლექტება და სხვა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები