ოპერაციების კვლევა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ოპერაციების კვლევა''' - ოპტიმალური, დასაბუთებული გადაწყვეტ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:44, 21 მაისი 2018 მდგომარეობით
ოპერაციების კვლევა - ოპტიმალური, დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესარჩევად მათემატიკური და სხვა მეთოდების გამოყენების სამეცნიერო-პრაქტიკული მიმართულება.
სამხედრო საქმეში მათი გამოყენების ძირითადი სფეროებია:
- საბრძოლო მოქმედებების გადაწყვეტილებების დასაბუთება;
- შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის ნიმუშების და სისტემების საბრძოლო ეფექტიანობის განსაზღვრა;
- ჯარების (ძალების) გაერთიანებების, შენაერთების, ნაწილების და ქვედანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების შეფასება;
- შეიარაღებული ძალების საჭირო შემადგენლობის და სტრუქტურის განსაზღვრა;
- ჯარების (ძალების) გვარეობების და შეიარაღებული ძალების სახეობების ოპტიმალური შემადგენლობის განსაზღვრა;
- ჯარების (ძალების) მართვის დასაპროექტებელი და
- მოქმედი სისტემების ეფექტიანობის შეფასება;
- სამხედრო-ეკონომიკური ამოცანების გადაწყვეტა და სხვა.