პანსლავიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პანსლავიზმი''' - იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ეფუ...) |
მიმდინარე ცვლილება 15:45, 22 მაისი 2018 მდგომარეობით
პანსლავიზმი - იდეურ-პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც ეფუძნება წარმოდგენებს სლავი ხალხების ეთნოკულტურული ერთიანობის და ისტორიული ბედის ერთობის შესახებ, ეროვნული, სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი პრობლემების ერთობლივი გადაჭრისთვის მათი გაერთიანების აუცილებლობის რწმენას. ჩაისახა XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე. XX საუკუნის ბოლოს საერთაშორისო ცხოვრებაში პანსლავიზმი ახალ ხარისხში აღორძინების იდეური საფუძველი გახდა. დასავლეთის იმ განვითარებული ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელთა პოლიტიკა ზოგ შემთხვევაში ეწინააღმდეგება მრავალი სლავი ხალხის ინტერესებს, კრიზისული განვითარების პერიოდს განიცდის.