პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20''' - მოიწვიეს [[I მსოფლიო ო...) |
|||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
პარიზის საზავო კონფერენციაზე წამყვან როლს ასრულებდა “ოთხთა საბჭო” [[აშშ]]-ის, [[დიდი ბრიტანეთი]]ს, [[საფრანგეთი]]ს და [[იტალია|იტალიის]] დელეგაციების მეთაურების სახით. | პარიზის საზავო კონფერენციაზე წამყვან როლს ასრულებდა “ოთხთა საბჭო” [[აშშ]]-ის, [[დიდი ბრიტანეთი]]ს, [[საფრანგეთი]]ს და [[იტალია|იტალიის]] დელეგაციების მეთაურების სახით. | ||
მომზადდა საზავო ხელშეკრულებები: | მომზადდა საზავო ხელშეკრულებები: | ||
| − | * | + | *[[გერმანია]]სთან ([[ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919|ვერსალი]]ს 1919), |
*[[ავსტრია]]სთან (სენ-ჟერმენის 1919), | *[[ავსტრია]]სთან (სენ-ჟერმენის 1919), | ||
*[[ბულგარეთი|ბულგარეთთან]] (ნეიის 1919), | *[[ბულგარეთი|ბულგარეთთან]] (ნეიის 1919), | ||
13:42, 23 მაისი 2018-ის ვერსია
პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20 - მოიწვიეს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა დამარცხებულ ქვეყნებთან საზავო ხელშეკრულებების შესამუშავებლად. მუშაობდა 1919 წლის 18 იანვარიდან 1920 წლის 21 იანვარამდე ხანგამოშვებით. მონაწილეობდა 32 სახელმწიფო. გერმანია და მისი ყოფილი მოკავშირეები პარიზის საზავო კონფერენციაზე დაუშვეს მხოლოდ 1919 წლის 7 მაისს, როდესაც უკვე შემუშავებული იყო ხელშეკრულებების პროექტები, რუსეთი საერთოდ არ მიუწვევიათ.
პარიზის საზავო კონფერენციაზე წამყვან როლს ასრულებდა “ოთხთა საბჭო” აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის დელეგაციების მეთაურების სახით. მომზადდა საზავო ხელშეკრულებები:
- გერმანიასთან (ვერსალის 1919),
- ავსტრიასთან (სენ-ჟერმენის 1919),
- ბულგარეთთან (ნეიის 1919),
- უნგრეთთან (ტრიანონის 1920),
- თურქეთთან (სევრის 1920).
მიიღეს გადაწყვეტილება ერთა ლიგის შექმნის შესახებ და მოიწონეს მისი წესდება.