მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვა''' – მოწინააღმდეგი...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:57, 29 მაისი 2018 მდგომარეობით

მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვა – მოწინააღმდეგის ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღისაგან ჯარების, მოსახლეობისა და ეკონომიკის ობიექტების დასაცავად მიღებული ზომების კომპლექსი. ჯარების მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვა ითვალისწინებს ბირთვული, ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარაღის გამოყენების ეფექტიანობის მაქსიმალურად შესუსტებას, ასეთი იარაღის დარტყმის არეში მოხვედრილი ჯარების ბრძოლისუნარიანობის სწრაფად აღდგენასა და დაზიანებულ რაიონებში მოქმედების პირობების უზრუნველყოფას. ჯარების დაცვის ღონისძიებებში შედის: მათი გაშლით განლაგება, საგულდაგულო შენიღბვა, განლაგების რაიონების პერიოდული გამოცვლა, დროული შეტყობინების საიმედო სისტემის შექმნა, ინდივიდუალური და სპეციალური კოლექტიური დაცვის საშუალებების გამოყენება, ტექნიკური და მატერიალური საშუალებებისათვის საფრების შექმნა. მოსახლეობის, პირუტყვის, მცენარეების, წყლის და წყალსაცავების მასობრივი დაზიანების იარაღისაგან დაცვა ხორციელდება სამოქალაქო თავდაცვის ძალების და საშუალებების მიერ.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები