მატერიალური უზრუნველყოფის ორგანოები (შეიარაღებულ ძალებში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მატერიალური უზრუნველყოფის ორგანოები''' - საშტატო და არასაშ...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:41, 30 მაისი 2018 მდგომარეობით

მატერიალური უზრუნველყოფის ორგანოები - საშტატო და არასაშტატო სამხედრო ფორმირებების და მართვის ორგანოების კრებსითი სახელწოდება, განკუთვნილია ჯარების (ძალების) მატერიალური უზრუნველყოფისთვის. გასული საუკუნის 80-იან წლებამდე უწოდებდნენ მომარაგების ორგანოებს.

მატერიალური უზრუნველყოფის ორგანოების ძირითადი ფორმირებებია მატერიალური უზრუნველყოფის ბრიგადები, ბატალიონები, ასეულები და ოცეულები.

მატერიალური უზრუნველყოფის ორგანოების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე ლოგისტიკის ბაზები და უზრუნველყოფის ბაზები (სტაციონარული და მოძრავი), საწყობები მატერიალური საშუალებების სახეობების მიხედვით, ტექნიკის საწვავით გამართვის ქვედანაყოფები და სხვა.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები