მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობა – აშშ-ის [[სა...) |
12:45, 30 მაისი 2018-ის ვერსია
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სარდლობა – აშშ-ის სახმელეთო ჯარების (არმიის) ლოგისტიკის ცენტრალური ორგანო. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა სახეობის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საშუალებებით სახმელეთო ჯარების უზრუნველყოფაზე. სარდლობა ასევე ტექნიკურ მომსახურებას უწევს ევროპაში განლაგებულ აშშ-ის ჯარებს. იგი მოიცავს სამეცნიერო-კვლევით ცენტრებს, ლაბორატორიებს, პოლიგონებს, სამხედრო ქარხნებსა და სარემონტო სახელოსნოებს, საწყობებს, არსენალებს, რომლებიც გაერთიანებულია 11 სპეციალურ სარდლობაში.