ჰებე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰებე''' – ''(ბერძნ.)'' ახალგაზრდობის ქალღმერთი. ზევსისა და [[ჰერ...)

04:35, 29 ივლისი 2016-ის ვერსია

ჰებე(ბერძნ.) ახალგაზრდობის ქალღმერთი. ზევსისა და ჰერას ასული.

ჰებე ოლიმპოსზეა დავანებული და ღმერთებს ნექტარსა და ამბროსიას სთავაზობს. იგი ჰერაკლეს ზეციურ მეუღლედ ითვლება.

ჰებეს კულტი პელოპონესოსში იყო გავრცელებული. მის წმინდა მცენარედ ითვლებოდა კიპარისი.

ჰებეს ტაძარში შესულ მონას თავისუფლებას ანიჭებდნენ. რომში ჰებეს იუვენტასსთან აიგივებდნენ. მას წარმოსახავდნენ ახალგაზრდა ქალად ყვავილების გვირგვინითა და ოქროს თასით ხელში.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები