მეომარი მხარე (საერთაშორისო სამართალში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მეომარი მხარე''' – ომის ან [[შეიარაღებული კონფლიქტი|შეიარა...)
 
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:პოლიტიკური ტერმინები]]
[[კატეგორია:საერთშორისო სამართლის ტერმინები]]
+
[[კატეგორია:საერთაშორისო სამართლის ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 14:02, 31 მაისი 2018 მდგომარეობით

მეომარი მხარეომის ან შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე, რომელიც ვალდებულია დაიცვას ომის დადგენილი კანონები და წეს-ჩვეულებები. სახელმწიფო მეომარ მხარედ განიხილება საომარი მდგომარეობის გამოცხადების ან საომარი მოქმედებების ფაქტობრივი დაწყების მომენტიდან.

მეომარი მხარე შეიძლება იყოს პოლიტიკური მოძრაობა, ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ეროვნული ან სოციალური განთავისუფლებისთვის, აგრეთვე სამოქალაქო ომის დროს ძალაუფლების მოპოვებისთვის (შენარჩუნებისთვის).

მეომარი მხარის ოფიციალური სტატუსი ამ პოლიტიკურ ძალებს ეძლევა მათი ხელმძღვანელი ორგანოების საერთაშორისო აღიარების შემდეგ, რაც პოლიტიკურ მოძრაობას (ორგანიზაციას) აძლევს შესაძლებლობას, დაამყაროს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისო სამართლის სუბიექტებთან. მეომარი მხარის სტატუსი წარმოშობს მთელ რიგ იურდიულ შედეგებს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები