მოძრავი საცეცხლე ზონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მოძრავი საცეცხლე ზონა''' - [[საარტილერიო ცეცხლის სახეები|საა...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:47, 4 ივნისი 2018 მდგომარეობით

მოძრავი საცეცხლე ზონა - საარტილერიო ცეცხლის სახეობა, იერიშის საარტილერიო მხარდაჭერის მეთოდი. წარმოადგენს აფეთქებების ღრმა ერთიან ზონას, რომელიც ერთდროულად იქმნება მოიერიშე ჯარების ფრონტის წინ, სამ და მეტ ზღუდეზე და გადაინაცვლებს სიღრმეში მათი წინსვლის მიხედვით, მოძრავი საცეცხლე ზონა გამოიყენება მთავარი დარტყმის მიმართულებაზე მომზადებული თავდაცვის გარღვევისას, სადაც მაღალია ტანკსაწინააღმდეგო საშუალებების სიმჭიდროვე, არის დიდძალი არტილერია, საბრძოლო მასალები და შეიძლება წარმოებდეს მოწინააღმდეგის I ეშელონის ბატალიონების თავდაცვის სიღრმეში.

მთელი რიგი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში მოძრავი საცეცხლე ზონის პირველი ზღუდე ინიშნება მოწინააღმდეგის თავდაცვის წინა ხაზზე, მომდევნოები – 150-200 მ-ზე ერთმანეთისაგან. მოსახერხებელი მართვისათვის ყველა ზღუდე იყოფა ჯგუფებად, რომელთაგან თითოეულს მიაკუთვნებენ სხვადასხვა სახელწოდებას.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები