მოზამბიკი
(ახალი გვერდი: '''მოზამბიკის დროშა''' '''მოზამბიკი''' ''(Mocambique ...) |
12:44, 5 ივნისი 2018-ის ვერსია
მოზამბიკი (Mocambique – მოზამბიკის რესპუბლიკა) - სახელმწიფო სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე.
ფართობი - 801,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 23,4 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – პორტუგალიური.
დედაქალაქი – ქ. მაპუტუ.
ადმინისტრაციულად იყოფა 11 პროვინციად.
სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – რესპუბლიკის ასამბლეა (ერთპალატიანი პარლამენტი).
მოზამბიკი პორტუგალიისგან განთავისუფლდა, დამოუკიდებლობა მიიღო და სახალხო რესპუბლიკად გამოცხადდა 1975 წლის 25 ივნისს.
მოზამბიკი სუსტად განვითარებული აგრარული ქვეყანაა.
საზღვაო პორტებია: მაპუტუ, ბეირა, ნაკალა, კელიმანე, ნაკალა-ველია.
საერთაშორისო აეროპორტებია: მაპუტუ, ბეირა.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 11,2 ათ. კაცი (2012). სახმელეთო ჯარები 10 ათასი, სამხედრო-საჰაერო 1 ათ. და სამხედრო-საზღვაო 0,2 ათ.. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.