სასაზღვრო რაზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 6: | ხაზი 6: | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
[[კატეგორია:სასაზღვრო ჯარები]] | [[კატეგორია:სასაზღვრო ჯარები]] | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო ნაწილები]] |
14:07, 6 ივნისი 2018-ის ვერსია
სასაზღვრო რაზმი (ოპერატიულ-საბძროლო, ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამხედრო ნაწილი) – მთელი რიგი ქვეყნების სასაზღვრო ჯარების ძირითადი შენაერთი, განკუთვნილია სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთის დასაცავად. შედგება სასაზღვრო კომენდატურების, საგუშაგოების, საკონტროლოგამშვები პუნქტების, ოპერატიული ორგანოს, საინჟინრო, კავშირგაბმულობის, ტექნიკური და ლოგისტიკის ქვედანაყოფებისაგან; სასაზღვრო რაზმში შეიძლება შედიოდეს მოტოსამანევრო ჯგუფები, სადესანტო-მოიერიშე, საარტილერიო და სხვა ქვედანაყოფები, ზოგჯერ მიაკუთვნებენ ვერტმფრენებს და სადარაჯო ხომალდებს (კატარღებს).