არიერგარდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ქვედანაყოფები]] | [[კატეგორია:სამხედრო ქვედანაყოფები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:02, 6 ივნისი 2018 მდგომარეობით
არიერგარდი (ფრანგული arriere-garde – ზურგის დაცვა) – ჯარის ქვედანაყოფი, ნაწილი ან შენაერთი, რომელიც ჯარს იცავს უკან დახევის ან ფრონტის გასწვრივ (ფლანგური მარში) მოძრაობის დროს. არიერგარდი უზრუნველყოფს ჯარის მთავარი ძალების შეუფერხებელ გადაადგილებას. ის არის სალაშქრო დაცვის ორგანო.
არიერგარდის შემადგენლობას და დაშორების მანძილს განსაზღვრავს შენაერთის (ნაწილის) მეთაური. დასაცავი ჯარების შემადგენლობის, მოწინააღმდეგის მდგომარეობის, მისი მოქმედების ხასიათისა და ადგილმდებარეობის პირობების გათვალისწინებით.
არიერგარდის ამოცანაა შეტევაზე გადმოსული მოწინააღმდეგის შეჩერება, თავისი მთავარი ძალების მოწინააღმდეგისგან დაშორების უზრუნველყოფა და მათი ორგანიზებული უკუქცევა.
არიერგარდი მსოფლიოს თითქმის ყველა არმიაში გამოიყენება.