ჰიდრა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ჰიდრა''' – ''(ბერძნ.)'' წყლის მრავალთავიანი ურჩხული, რომელიც [[ექ...) |
03:20, 11 აგვისტო 2016-ის ვერსია
ჰიდრა – (ბერძნ.) წყლის მრავალთავიანი ურჩხული, რომელიც ექიდნამ შვა.
მითები ჰიდრას ბუნაგად უძირო ლერნეს ტბას ასახელებენ. ამიტომ ეს ურჩხული ლერნეს ჰიდრად არის ცნობილი. მას ქოფაკის ვეებერთელა სხეულზე გველის ცხრა თავი ება. მათგან ერთ-ერთი უკვდავი იყო. ამ ურჩხულთან შებრძოლება მხოლოდ გმირმა ჰერაკლემ გაბედა. შეებრძოლა და სულიც გააფრთხობინა (ჰერაკლე, მეორე გმირობა).