ქილიფთარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 | ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017 | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]] |
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | [[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]] | ||
15:34, 8 ივნისი 2018-ის ვერსია
ქილიფთარი - (არაბ. koloft-მსახური); სამეურნეო-საფინანსო ხასიათის მოხელე. „დასტურლამალში“ აღნიშნული სახელო მერიქიფეებთან ერთად შეტანილია მერიქიფეთუხუცესისადმი მიძღვნილ ცალკე პარაგრაფში. დედოფლის „დასტურლამალის“ მიხედვით, იგი მსახურია და საფარეშოს მოხელეებთანაა დაკავშირებული. ქილიფთარის თანამდებობა ეკავათ სახასო აზნაურიშვილებს. ზოგიერთი საბუთის მიხედვით, ქილიფთარს შეთავსებული ჰქონდა თავლიდარის, მოლარის ან მოურავის თანამდებობებიც.
ქილიფთარები. XVII ს.
- ბახუტა - სალაროს ქილიფთარი და კისისხევის მოურავი 1622 წ. მოლარე 1654 წ.
- ყაიბულა/ყაიბულა ბეგი - სარიქიფოს ქილიფთარი და სასახლის თავლიდარი 1654 წ.
- ყორღანაშვილი როსტომ - მოლარე 1677-1678 წწ. ხელმწიფის ქილიფთარი 1685 წ.
წყარო და ლიტერატურა
დასტურლამალი 1970: 707; სურგულაძე 1952: 171, 217-218.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი2017