სროლის მანძილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სროლის მანძილი -''' უმოკლესი მანძილი ჭურვის (ტყვიის, ნაღმის) ...)
 
 
ხაზი 2: ხაზი 2:
 
ვარდნის ([[აფეთქება|აფეთქების]]) წერტილამდე. სახმელეთო მიზნებზე [[სროლა (სამხედრო ტერმინი)|სროლისას]] განარჩევენ:
 
ვარდნის ([[აფეთქება|აფეთქების]]) წერტილამდე. სახმელეთო მიზნებზე [[სროლა (სამხედრო ტერმინი)|სროლისას]] განარჩევენ:
  
* სრულ ჰორიზონტალურს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან იარაღის ჰორიზონტის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;  
+
* სრულ ჰორიზონტალურს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან [[ცეცხლსასროლი იარაღი|იარაღის]] ჰორიზონტის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;  
 
* დამიზნებულს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან დამიზნების ხაზის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;  
 
* დამიზნებულს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან დამიზნების ხაზის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;  
* დახრილს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან შეხვედრის წერტილამდე (მიზნამდე);  
+
* დახრილს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან შეხვედრის წერტილამდე ([[მიზანი (სამხედრო ტერმინი)|მიზნამდე]]);  
 
* ჰორიზონტალურს - დახრილი მანძილის პროექცია იარაღის ჰორიზონტზე;  
 
* ჰორიზონტალურს - დახრილი მანძილის პროექცია იარაღის ჰორიზონტზე;  
* გეოდეზიურს (ტოპოგრაფიულს) - მანძილი ქვემეხიდან მიზნამდე, რომელიც განსაზღვრულია რუკაზე (ხელსაწყოებით) ან ანალიტიკური ხერხით;  
+
* გეოდეზიურს (ტოპოგრაფიულს) - მანძილი [[ქვემეხი (საარტილერიო)|ქვემეხიდან]] მიზნამდე, რომელიც განსაზღვრულია რუკაზე (ხელსაწყოებით) ან ანალიტიკური ხერხით;  
 
* გამოთვლილს - გეოდეზიური (ტოპოგრაფიული) სროლის მანძილი, რომელშიც შეტანილია სროლის პირობების შესწორებები;  
 
* გამოთვლილს - გეოდეზიური (ტოპოგრაფიული) სროლის მანძილი, რომელშიც შეტანილია სროლის პირობების შესწორებები;  
 
* მორტირულს - საცეცხლე მანძილი, რომელიც გათვლილია 450-ზე მეტი სროლის კუთხისთვის;
 
* მორტირულს - საცეცხლე მანძილი, რომელიც გათვლილია 450-ზე მეტი სროლის კუთხისთვის;

მიმდინარე ცვლილება 10:49, 12 ივნისი 2018 მდგომარეობით

სროლის მანძილი - უმოკლესი მანძილი ჭურვის (ტყვიის, ნაღმის) გატყორცნის წერტილიდან ვარდნის (აფეთქების) წერტილამდე. სახმელეთო მიზნებზე სროლისას განარჩევენ:

  • სრულ ჰორიზონტალურს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან იარაღის ჰორიზონტის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;
  • დამიზნებულს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან დამიზნების ხაზის ტრაექტორიის გადაკვეთამდე;
  • დახრილს - მანძილი გამოსროლის წერტილიდან შეხვედრის წერტილამდე (მიზნამდე);
  • ჰორიზონტალურს - დახრილი მანძილის პროექცია იარაღის ჰორიზონტზე;
  • გეოდეზიურს (ტოპოგრაფიულს) - მანძილი ქვემეხიდან მიზნამდე, რომელიც განსაზღვრულია რუკაზე (ხელსაწყოებით) ან ანალიტიკური ხერხით;
  • გამოთვლილს - გეოდეზიური (ტოპოგრაფიული) სროლის მანძილი, რომელშიც შეტანილია სროლის პირობების შესწორებები;
  • მორტირულს - საცეცხლე მანძილი, რომელიც გათვლილია 450-ზე მეტი სროლის კუთხისთვის;
  • გამიზნულს - სროლის შედეგად განსაზღვრული;
  • რიკოშეტულს - საცეცხლე მანძილი, რომელიც გათვლილია 200-მდე და სხვა.

სროლის პროცესში სროლის მანძილის კორექტირება ხდება ვარდნის კუთხის ცვლილებით. საზენიტო არტილერიაში განასხვავებენ დახრილ და ჰორიზონტალურ სროლის მანძილს, რომელზეც ჭურვის (ტყვიის) დამაზიანებელი თვისებები საკმარისია მიზნის ეფექტური დაზიანებისთვის და უწოდებენ ეფექტურ სროლის მანძილს.


[რედაქტირება] წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები