ბირთვული ომი
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
+ | [[ფაილი:BirTvuli zamTAri.jpg|thumb|250პქ|გრაფიკული გამოსახულება იმისა თუ როგორი შეიძლება იყოს "ბირთვული ზამთარი"]] | ||
'''ბირთვული ომი''' – [[ომი]], რომელშიც [[დაზიანება (სამხედრო ტერმინი)|დაზიანების]] მთავარ საშუალებას [[ბირთვული იარაღი]] წარმოადგენს. | '''ბირთვული ომი''' – [[ომი]], რომელშიც [[დაზიანება (სამხედრო ტერმინი)|დაზიანების]] მთავარ საშუალებას [[ბირთვული იარაღი]] წარმოადგენს. | ||
მიმდინარე ცვლილება 14:03, 12 ივნისი 2018 მდგომარეობით
ბირთვული ომი – ომი, რომელშიც დაზიანების მთავარ საშუალებას ბირთვული იარაღი წარმოადგენს.
II მსოფლიო ომის შემდეგ განიხილებოდა შესაძლებლობა მხოლოდ ყოვლისმომცველი ბირთვული ომისა, რომელიც ხასიათდებოდა ყველა სახის ბირთვული იარაღის ბრძოლის სხვა საშუალებებთან შეხამებით შეუზღუდავი, მასირებული და დროში კონცენტრირებული გამოყენებით. ასეთ ომში პირდაპირ თუ არაპირდაპირ ერთვება ყველა ან მსოფლიოს სახელმწიფოების უმრავლესობა. მისი მეორეული შედეგები (ე.წ. „ბირთვული ღამე“, „ბირთვული ზამთარი“) გავრცელდებოდა მთელ დედამიწაზე. ეს გამოიწვევდა ცივილიზაციის განადგურებას, გლობალურ ეკოლოგიურ კატასტროფას.
XX საუკუნის 50-იან წლების მეორე ნახევრიდან წამოყენებულ იქნა ბირთვული იარაღის შეზღუდვის კონცეფცია. დღესაც მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ძალები გამოდიან ბირთვული ომის თავიდან ასაცილებლად, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის რეჟიმის გასაძლიერებლად და შემდგომში მის ასაკრძალავად. ბოლო პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფოები მსჯელობენ და განიხილავენ ბირთვული იარაღის შეზღუდული გამოყენების საკითხსაც, რაც განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის არა მარტო სახელმწიფოს, რომლის მიმართაც შეზღუდვით უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი, არამედ რეგიონს და მთელ მსოფლიოს.