ლაზერული იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:მიმართული ენერგიის | + | [[კატეგორია:მიმართული ენერგიის იარაღები]] |
მიმდინარე ცვლილება 11:56, 15 ივნისი 2018 მდგომარეობით
ლაზერული იარაღი – მიმართული ენერგიის იარაღის სახეობა, რომელიც მაღალენერგეტიკული ლაზერების მიერ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ემყარება. მისი დამაზიანებელი ფაქტორებია მიზანზე (სამხედრო ტექნიკა, ცოცხალი ძალა) თერმომექანიკური და დარტყმით – იმპულსური ზემოქმედება.
ლაზერული იარაღისთვის ყველაზე მისაღებია მკვრივორგანული, ქიმიური და ექსიმერული ლაზერები, ასევე ბირთვული დატუმბვის რენტგენული ლაზერები. ხელსაყრელი ატმოსფერული პირობების შემთხვევაში შესაძლებელია ამ იარაღით 6 კმ-ზე (კოსმოსში – რამდენიმე ათ. კმ-ზე) საჰაერო მიზნის დაზიანება.
XXI საუკუნის დასაწყისის მდგომარეობით ყველაზე სრულყოფილად ითვლება ლაზერული იარაღი ოპტიკურ-ელექტრონული საშუალებების და ადამიანის მხედველობის ორგანოების დასაზიანებლად.