სელჩუკები
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[საქართველო|საქართველოს]] XI-XIII საუკუნეებში მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა სელჩუკებთან. საქართველოში სელჩუკთა შემოსევები დაიწყო 1064 წლიდან და | [[საქართველო|საქართველოს]] XI-XIII საუკუნეებში მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა სელჩუკებთან. საქართველოში სელჩუკთა შემოსევები დაიწყო 1064 წლიდან და | ||
− | განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისათვის („[[დიდი თურქობა]]”). მალიქ-შაჰის დროს საქართველო | + | განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისათვის („[[დიდი თურქობა]]”). მალიქ-შაჰის დროს საქართველო სელჩუკების მოხარკე ქვეყანა იყო. თბილისსა და ზოგ სხვა მნიშვნელოვან ციხე-ქალაქში თურქთა გარნიზონები იდგა. სელჩუკთა წინააღმდეგ [[ბრძოლა|ბრძოლას]] სათავეში ჩაუდგა [[დავით IV]] აღმაშენებელი, რომელმაც განდევნა ისინი საქართველოდან და მისი მეზობელი ტერიტორიებიდან. |
− | რომელმაც განდევნა ისინი საქართველოდან და მისი მეზობელი ტერიტორიებიდან. | + | |
10:43, 19 ივნისი 2018-ის ვერსია
სელჩუკები - თურქულ-ოღუზური ტომების შტო. სელჩუკები ეწოდათ მათი წინამძღოლის, სელჩუკის, (X-XI საუკუნის დასაწყისი) მიხედვით.
XI საუკუნის I ნახევარში სელჩუკები შუა აზიის ტრამალებში მომთაბარეობდნენ. 1040 წლის შემდეგ დაიწყო მათი დამპყრობლური ომები, რომელთა შედეგად წარმოიშვა სელჩუკთა იმპერია (1040-1194). მისი მაქსიმალური ძლიერების მწვერვალია მალიქ-შაჰის სულთნობის პერიოდი (1072–92), როდესაც სელჩუკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში მოქცეული იყო ვრცელი ტერიტორია არალის ზღვიდან ხმელთაშუა ზღვამდე და კავკასიის მთებიდან სპარსეთის ყურემდე. მალიქ-შაჰის შემდეგ იწყება სელჩუკთა იმპერიის დაშლა, რის შედეგადაც წარმოიშვა სელჩუკთა ცალკეული სახელმწიფოები ანატოლიაში, ერაყში, ხორასანში და სხვა. მათგან ყველაზე მეტ ხანს იარსება ანატოლიის (რუმის) სასულთნომ (1307 წლამდე).
საქართველოს XI-XIII საუკუნეებში მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები ჰქონდა სელჩუკებთან. საქართველოში სელჩუკთა შემოსევები დაიწყო 1064 წლიდან და განსაკუთრებით ფართო მასშტაბი მიიღო 1080 წლისათვის („დიდი თურქობა”). მალიქ-შაჰის დროს საქართველო სელჩუკების მოხარკე ქვეყანა იყო. თბილისსა და ზოგ სხვა მნიშვნელოვან ციხე-ქალაქში თურქთა გარნიზონები იდგა. სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა დავით IV აღმაშენებელი, რომელმაც განდევნა ისინი საქართველოდან და მისი მეზობელი ტერიტორიებიდან.