ეპამინონდა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 20: | ხაზი 20: | ||
[[კატეგორია:მხედართმთავრები]] | [[კატეგორია:მხედართმთავრები]] | ||
[[კატეგორია:ძველი ბერძენი მხედართმთავრები]] | [[კატეგორია:ძველი ბერძენი მხედართმთავრები]] | ||
| + | [[კატეგორია:ძველი საბერძნეთის სამხედრო მოღვაწეები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 12:01, 22 ივნისი 2018 მდგომარეობით
ეპამინონდა - (Epameinondas,დაახლოებით ძვ.წ. 418-362), ძველი საბერძნეთის პოლიტიკური მოღვაწე და მხედართმთავარი. სათავეში ედგა დემოკრატიულ დაჯგუფებას თებეში. 379 წლიდან თებესა და ბეოტიის კავშირის ერთ-ერთი ლიდერი.
ბეოტიის ომის (378-362) დროს არაერთხელ დაინიშნა მთავარსარდლად. 371 წელს დაამარცხა სპარტელები ლევქტრასთან, სადაც სამხედრო ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოიყენა ფრონტზე ჯარების არათანაბრად განაწილების პრინციპი გადამწყვეტ უბანზე მთავარი ძალებით დარტყმის მიზნით. შემდეგ რამდენიმეჯერ დალაშქრა პელოპონესი. უკანასკნელი ლაშქრობის დროს წარმატებას მიაღწია მანტინეასთან (362), მაგრამ ბრძოლაში დაიჭრა და მალე გარდაიცვალა.
