ანტიოქე V ევპატორი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Antiochus moneta.jpg|thumb|250პქ|ანტიოქე V ევპატორის მონეტა]]
 
'''ანტიოქე V ევპატორი - (დაახლ. ძვ.წ. 173-162)''' – [[სირია|სირიის]] მეფე სელევკიდების დინასტიიდან. [[ანტიოქე IV ეპიფანე|ანტიოქე IV ეპიფანეს]] ვაჟი.  
 
'''ანტიოქე V ევპატორი - (დაახლ. ძვ.წ. 173-162)''' – [[სირია|სირიის]] მეფე სელევკიდების დინასტიიდან. [[ანტიოქე IV ეპიფანე|ანტიოქე IV ეპიფანეს]] ვაჟი.  
  

16:33, 25 ივნისი 2018-ის ვერსია

ანტიოქე V ევპატორის მონეტა

ანტიოქე V ევპატორი - (დაახლ. ძვ.წ. 173-162)სირიის მეფე სელევკიდების დინასტიიდან. ანტიოქე IV ეპიფანეს ვაჟი.

ანტიოქე V სულ 9 წლის იყო როდესაც ტახტზე ავიდა. მის რეგენტად დანიშნული იყო ერთ-ერთი სირიელი სარდალი, ლისია, რომელიც ანტიოქე IV-ს თავის არყოფნაში სირიის მმართველად ჰყავდა დაყენებული. ლისია შეეცადა ანტიოქე IV-ის პოლიტიკა გაეგრძელებინა, მაგრამ მისი მმართველობა არ გამოდგა მტკიცე. სირიის სამეფოს რომის რესპუბლიკა აკონტროლებდა. რომაელები ლისიას ემუქრებოდნენ, რომ სირიის ტახტის ჭეშმარიტ მემკვიდრეს, სელევკოს IV ფილოპატორის ძეს, დემეტრიუს I სოტერს გაანთავისუფლებდნენ, რომელიც მაშინვე შეეცილებოდა ცბიერ სირიელ სარდალს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაში.

ლისია შეეცადა იუდეაში ხასმონეების (მაკაბელების) აჯანყება ჩაეხშო და პალესტინის სამხრეთი მხარე დაემორჩილებინა, მაგრამ მისი მცდელობა (მიუხედავად იმისა, რომ იუდეველები ბრძოლაშიც დაამარცხა), წარუმატებელი გამოდგა. ლისია იძულებული გახდა ძვ.წ. 162 წელს ებრაელებისთვის რელიგიური თავისუფლება მიენიჭებინა.

ლისიას ძალაუფლება ნელ-ნელა შესუსტდა. მან ვერ (არ) გაუწია წინააღმდეგობა პართიელებს და პართიის ჯარებმა დალაშქრეს სირიის სამეფოს აღმოსავლეთ ტერიტორიები. იმავე წელს რომის ტყვეობიდან დაბრუნდა დემეტრიუს I სოტერი, რომელმაც დახოცა ლისია, ანტიოქე V ევპატორი და სირიის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.

წყარო

ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები