თეთრი ვერხვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: თეთრი ვერხვი '''თეთრი ვერხვი''' – Populus alba 30 მე...) |
16:00, 10 ივლისი 2018-ის ვერსია
თეთრი ვერხვი – Populus alba
30 მეტრამდე სიმაღლის ხე; ვარჯი – ფართო და გაშლილი; ქერქი – გლუვი და რუხ-მწვანე, სიბერეში – ღრმა ნახეთქებით. ფოთლები – ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან – ძლიერ ბუსუსიანი, ვერცხლისფერი. იზრდება ძალიან სწრაფად. გადაჭრას ცუდად იტანს, უყვარს ნაყოფიერი, ტენიანი ნიადაგი. აქვს ღრმა ფესვთა სისტემა, რაც წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების გასამაგრებლად მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. იძლევა უხვ ამონაყარს ფესვებზე. იყენებენ დიდ პარკებსა და ბაღებში, კონტრასტული კომპოზიციების შესაქმნელად.