აივ-ასოცირებული ნეიროფსიქიატრიული დარღვევები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''აივ-ასოცირებული ნეიროფსიქიატრიული დარღვევები''' (HIV-associated neuropsych...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 35: | ხაზი 35: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის | + | [[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]] |
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]] | ||
[[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] | [[კატეგორია:ფსიქიატრიული ტერმინები]] |
14:04, 11 ივლისი 2018-ის ვერსია
აივ-ასოცირებული ნეიროფსიქიატრიული დარღვევები (HIV-associated neuropsychiatric disorder) გამოყოფილია აივ-ინფექციასთან დაკავშირებული ნეიროფსიქიატრიული დარღვევების 5 ძირითადი ჯგუფი:
1. აივ-ასოცირებული კოგნიტიური/მოტორული კომპლექსი, რომელიც მოიცავს:
- აივ-ასოცირებულ დემენციას;
- აივ-ასოცირებულ მიელოპათიას;
- აივ-ასოცირებულ მცირე კოგნიტიურ/მოტორულ აშლილობას.
2. აივ-ასოცირებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობები, რომლებიც მოიცავს: დელირიუმს;
- მწვავე ფსიქოზურ აშლილობას;
- ადაპტაციის დარღვევებს;
- მწვავე სტრესულ რეაქციებს;
- სუიციდს.
3. სხვა აივ-ასოცირებული ცნს-ის დარღვევები, რომლებიც მოიცავს:
- ბავშვთა ასაკის პროგრესირებად ენცეფალოპათიას;
- მენინგიტს.
4. აივ-ასოცირებული პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები, რომლებიც მოიცავს:
- ანთებით პოლინევროპათიას;
- უპირატესად სენსორულ ნევროპათიას;
- მიოპათიას.
5. აივ-ინფიცირებულ პირებში თანმხლები პროცესების შედეგად აღმოცენებული ნეიროფსიქიატრიული დარღვევები, რომლებიც მოიცავს:
- პროგრესირებად მულტიფოკალურ ლეიკოენცეფალოპათიას;
- თავის ტვინის ტოქსოპლაზმოზს;
- ცნს-ის ტუბერკულოზს;
- კრიპტოკოკურ მენინგიტს;
- ციტომეგალოვირუსულ ნევროპათიას;
- თანმხლები ინფექციის შედეგად აღმოცენებულ სხვა სინდრომებს;
- ცნს-ის პირველად ლიმფომას.