ფაუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფაუნა''' – ''(ფავნა) (რომ.)'' ტყეთა და ველთა რომაული ქალღმერთი. [[ფა...) |
03:04, 27 აგვისტო 2016-ის ვერსია
ფაუნა – (ფავნა) (რომ.) ტყეთა და ველთა რომაული ქალღმერთი. ფავნუსის ქალური სახეცვლილება (ჰიპოსტასი). ითვლებოდა ფავნუსის დად ან მეუღლედ.
ფაუნას კულტი ხშირად ბონა დეას კულტს შეერთვოდა. მისი სახელის მიხედვით ეწოდა ცხოველთა სამყაროს ფაუნა.