ხუდიმიჟი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ხუდიმიჟ-ი''' ''(ადიღ. Хъудымыжъ)'' – ნართულ თქმულებათა პერსონაჟი, ძ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:53, 11 ივლისი 2018 მდგომარეობით

ხუდიმიჟ-ი (ადიღ. Хъудымыжъ) – ნართულ თქმულებათა პერსონაჟი, ძლიერი და შრომისმოყვარე მჭედელი, უბადლო მოცეკვავე. გადმოცემის თანახმად, თლეფში და ხუდიმიჟი სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ, ერთი კვერს ერთმანეთს უგდებდნენ და რიგრიგრიგობით ჭედდნენ. ერთხელ ხუდიმიჟი, დააგვიანდა რა ინსტრუმენს, არ დაელოდა და ამბის გასაგებად მეგობართან წავიდა. უთხრეს, რომ თლეფში ქორწილში იყო. ზეიმზე მისული ხუდიმიჟი საცეკვაოდ მიიწვიეს, მაგრამ ვიდრე ფერხულში ჩაებმებოდა, თქვა: „ძალზე მსუბუქი ვარ და ზეცამდე რომ არ ავხტე, მხარზე მძიმე გუთანი დამადეთ“. მჭედელმა ამ გუთნით იცეკვა.

აულ ყუნჩუყოხაბლში არის ერთი ადგილი, სადაც მიწა მჭედლის ცეკვითაა დატკეპნილი. ამ ადგილს „ხუდიმიჟის ნაცეკვს“ (Хъудымыжъ иуджыпI) უწოდებენ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Нартхэр. Адыгэ эпос. Т. 1. Мыекъуапэ, 1969;
  • Тов Н. А., Тов А. А. Следы Нартов на Северо-Западном Кавказе // Вестник науки Адыгейского республиканского института гуманитарных исследований им. Т. М. Керашева. № 4 (28), Майкоп, 2014.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები